Monday, July 16, 2018

ტრენინგის მერვე დღე
 მიუხედავად იმისა,რომ ტრენინგი სულ რვა დღე გრძელდება ,ამ მოკლე დროში მოვახერხეთ ძირითადი კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების(word,exsel,google....) საკვანძო საკითხების შესწავლა და ათვისება.   ამ ტრენინგის გავლის შემდგომ   გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდა ზემოაღნიშნულ პროგრამებში მუშაობა მათი მართვის პანელის გამოყენებით.ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ სხვადასხვა ტიპის სასწავლო რესურსი ,რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  თანამედროვე კომპიუტრული ტექნოლოგიების ეპოქაში. მასწავლებელმა ფეხი უნდა აუწყოს ყველა იმ გამოწვევას რასაც დღევანდელი განვითარებული კაცობრიობა სთავაზობს.ერთ-ერთი ეს გამოწვევა  საინფორმაციო ტექნოლოგიები გახლავთ. ვფიქრობ ამ ტრენინგმა მნიშვნელოვნად პოზიტიური და ნაყოფიერი როლი ითამაშა ზემოთათნიშნულ საკითხში და მომცა საბაზისო ცოდნა  ამ ტექნოლოგიების ასათვისებლად.კვლავაც ვაპირებ პროფესიულ განვითარებას  და კვალიფიკაციის ამაღლბას როგორც საინფორმაციო -ტექნოლოგიების მხრივ ისე სხვა არაერთი მიმართულებით.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ,ქალბატონ დიანა მიქაძეს,რომელიც მეტად მაღალ დონეზე კვალიფიციურად გვიხსნიდა  და გვასწავლიდა ზემოთაღნიშნულ თემებს და საკითხებს.

Monday, July 9, 2018

ტრენინგი,რომელიც ეძღვნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლას მეტად აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს .ვსწავლობთ სხვადასხვა პროგრამების გამოყენებას.