ბულინგი
- პროექტის სახელწოდება-,, ბულინგი -თანამედროვეობის გამოწვევა,,
- პროექტის მთავარი იდეა-ბულინგის გამოვლენა სასკოლო სივრცეში,ბულინგის მსხვერპლი ბავშვების დახმარება და პრევენცია.
- პროექტის აქტუალობა-თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვწვაა პიროვნება და მისი უფლებების დაცვა.ეს საკითხი მეტად ფაქიზად და მგრძნობიარედ აღიქმება სასკოლო სივრცეში,სადაც მოსწავლეების ზრდა-განვითარება მიმდინარეობს.
- პროექტის მიზანია-გამოავლინოს ბულინგის გამომწვევი მიზეზები სასკოლო სივრცეში.თანადგომა და დახმარება გაუწიოს მსხვერპლ და ასევე მოძალადე მოსწავლეებს. აამაღლოს მოსწავლეთა ცნობიერება ამ კუთხით.მოახდინოს პრობლემის პრევენცია.
- მონაწილეთა ასაკი-10-18 წელი
- პროექტის ვადები-2 თვე
- მოსალოდნელი შედეგი- მოსწავლეების გააცნობიერებენ ჩაგვრის უარყოფით მხარეებს.უფრო მეტად გააცნობიერებენ დირექციის,აკადემიური პერსონალის,მანდატურის,ფსიქოლოგის ინსტიტუტის მნიშვნელობას და მიმართავენ მათ საჭიროების შემთხვევაში.მოხდება ბულინგში მონაწილე პირების ფსიქოლოგიური დახმარება და ჯანსაღი სოციალიზაციის ხელშეწყობა.
- რესურსები- 1.ადამიანური რესურსი-სკოლის აკადემიური პერსონალი,ფსიქოლოგი,სოციალური მუშაკი,სამართალდამცავი,იურისტი,მანდატური 2.მატერიალური რესურსი-ლეპტოპი,პროექტორი,ინტერვიუსათვის საჭირო ატრიბუტიკა-კალამი,ქაღალდი,ვიდეო კამერა,აუდიო ჩამწერი.შეხვედრებისათვის საჭირო სივრცე.
- პროექტის ეტაპები-1.მოსწავლეთა დაკვირვება 2.მოსწავლეებთან საჯარო ფორმატის შეხვედრები,პრეზენტაციები . 3.პრობლემის მქონე სამიზნე ობიექტების გამოკვეთა და მათთან კომუნიკაციის დამყარების მცდელობა..4 პროექტის და მოსწავლეთა მდგომარეობის რეფლექსია-ანალიზი-შეჯამება.
- ესგ-სთან კავშირი-ბულინგის თემები აქტიურად მიმოიხილება ,,სამოქალაქო განათლების,, საგნის ფარგლებში.ასევე ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხო სკოლის კონცეფციას.
- პროექტის ხელმძღვანელი-ლაშა კერესელიძე
- ელ- ფოსტა-lashakavkasieli@gmail.com
- პროექტის ბლოგი- https://lasha71.blogspot.com/
No comments:
Post a Comment